Wednesday, 3 July 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში   კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიის გაკვეთილზე 
(VIII კლასი) 
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლა 
ლია მიქელაძე 
2018-2019 სასწ.წელი 
სარჩევი 
შესავალი--------------------------------------------------------------3 
სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი---------------------4 
ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------7 
საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები----------14 
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება------------------18 
შედეგების ანალიზი--------------------------------------------------23 
დასკვნები და რეკომენდაციები------------------------------------23 
გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------25 
დანართი----------------------------------------------------------------26
რეფლექსია--------------------------------------------------------27 
შესავალი 
წინამდებარე კვლევის ანგარიში წარმოადგენს ჩემ მიერ განხორციელებულ 
პრაქტიკის კვლევას „კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება ისტორიის 
გაკვეთილზე“, საბაზო საფეხურზე, რომელიც ჩავატარე სსიპ ქარელის 
მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლაში, კერძოდ VIII კლასში. საკითხის 
აქტუალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული განხორციელების 
გზების შესწავლა, რადგან საჭიროა 21-ე საუკუნის ადამიანი ფლობდეს კრიტიკული 
აზროვნების უნარ-ჩვევებს. 
კვლევა შედგება შვიდი თავისაგან. სადაც მოცემულია საკვლევი საკითხის 
მიმოხილვა, შესაბამისი ლიტერატურის შესწავლა დამუშავება, კვლევის მეთოდები 
და ინსტრუმენტები, კვლევის შედეგების ანალიზი და დასკვნის გამოტანა, 
ინტერვენციების შერჩევა. ბოლოს გაკეთდა დასკვნა და მოხდა მიღწეული შედეგების 
რეფლექსიაში ასახვა. 
კვლევის ჩატარებაში დიდი დახმარება გამიწიეს ჩემი სკოლის კათედრის წევრებმა, 
საციხურის, აბანოს, ავლევისა და ცერონისის საჯარო სკოლის ისტორიის 
მასწავლებლებმა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ. 
სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი 
პრაქტიკის კვლევა ჩავატარე VIII კლასში, რომელსაც უკვე სამი წელია ვასწავლი, ამასთან 
ერთად ამ კლასის დამრიგებელიც ვარ, ანუ კვლევის სამიზნე ჯგუფია მერვე კლასის 
მოსწავლეები. 
კლასში სულ 12 მოსწავლეა და ამათგან არცერთი არაა სსსმ მოსწავლე. ისინი 
წარმოადგენენ საშუალო სტატისტიკური მოსწრების კლასს. 
საკვლევი საკითხის შერჩევა განაპირობა მისმა აქტუალობამ. გაკვეთილების მსვლელობის 
დროს ვამჩნევდი, რომ მოსწავლეების უმრავლესობას უჭირდა კრიტიკული აზროვნება. 
როდესაც ვატარებდი დებატებს, დისკუსიას ან მუშაობდნენ პროექტზე, ისინი ვერ 
ახერხებდნენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დასკვნების გამოტანას. მიუხედავად 
იმისა, რომ გაკვეთილებს სისტემატურად სწავლობდნენ და საშინაო დავალებასაც 
წერდნენ, ესეს წერა და კრიტიკული აზროვნება უჭირდათ. კვლევის მიზანია 
დეტალურად შევისწავლო სწავლის პროცესში გამოვლენილი სირთულეები, დავადგინო 
გამომწვევი მიზეზები, დავგეგმო და განვახორციელო პრობლემის გადაჭრის 
ოპტიმალური გზები (ინტერვენციები). 
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლემ მხოლოდ მასალის დამახსოვრება 
კი არ უნდა შეძლოს , არამედ მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შეძლოს ამ 
ცოდნის გაგება, გამოყენება , ანალიზი, სინთეზი და შეფასება. 
„ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე , რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც 
ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი“- წერს 
დოქტორი დევიდ ლოუვენტალი. 
“როდესაც ადამიანი აზროვნებს მას შეუძლია გააზრებულად სწავლა, აქედან 
გამომდინარე ის უფრო გამჭრიახი და გონიერია. „კრიტიკულად აზროვნება ესაა 
დამოუკიდებელი აზროვნება.“ 
„ კრიტიკული აზროვნებისას ადამიანი მიმართავს არსებული მოსაზრების „ჭეშმარიტი“ 
ღირებულების დადგენას. არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოძიება 
მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების დროს. დასკვნა კი აზროვნების პროცესია, 
რომელიც რამდენიმე მსჯელობას შორის მიმართებიდან გამომდინარეობს. არჩევენ 
დასკვნის სამ ფორმას: 
1. ინდუქციური დასკვნა- კერძო მსჯელობიდან ზოგადის გამოყვანა; 
2. დედუქციური დასკვნა- ზოგადი მსჯელობიდან კერძოს გამოყვანა; 
3. ანალოგიით დასკვნა - ერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიური კერძო მოვლენის შესახებ 
დასკვნა. 
კრიტიკული აზროვნების გასააქტიურებლად შექმნილი ამოცანები მოსწავლეს უნდა 
აძლევდეს ასეთი ტიპის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას“. 
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0--- 
0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8- 
00&cl=CL2.17&d=HASH01aba976ff11adc4d564b004.3.1&gt=1 
კრიტიკული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა ეროვნულ სასწავლო 
გეგმის მიხედვითაც: 
თავი 2. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საზოგადოებრივი მეცნიერებების 
შესწავლის საბაზო საფეხური კრიტიკული აზროვნების შესახებ. 
საბაზო საფეხურზე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და 
შედეგების კვლევა, ისტორიული თემის დაწერა, ისტორიის თემაზე გამართულ 
დებატებში მონაწილეობის მიღება. 
კვლევის დასაწყისში არსებობდა გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც სრულად 
დადასტურდა კვლევის პროცესში. ის, რომ მოსწავლეების უმრავლესობას უჭირს 
კრიტიკული აზროვნება, ამის მიზეზია: 
➢ მზამზარეული ცოდნის გადაცემა; 
➢ ინფორმაციის მოცულობასა და მექანიკურ დამახსოვრებაზე ორიენტირებული 
განათლება; 
კრიტიკული აზროვნების უნარზე მიზნობრივი მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეებში 
კრიტიკული აზროვნების კონპეტენციის გაუმჯობესებას. 
უნდა ავღნიშნო, რომ ეს პრობლემა საკმაოდ ნაცნობი და მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი 
კოლეგებისთვისაც. კვლევის ფარგლებში ვისაუბრე მათთან კათედრის სხდომაზე, 
გავუზიარე მათ ჩემი პრობლემა და მისი სავარაუდო მოგვარების გზები (იხ. დანართი 1). 
კათედრის წევრებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების 
განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემა უცხო არ იყო მათთვის და რომ ისინიც 
სხვადასხვა ღონისძიებით ცდილობდნენ ამ პრობლემის მოგვარებას. დაამატეს, რომ თუ 
ამ პრობლემას დასაწყისშივე არ მოვაგვარებთ, ეს მომავალში თან მოიტანს ახალ 
პრობლემას როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურზე, როგორც ისტორიის ასევე სხვა 
საგნებშიც. კოლეგებმა სევე აღნიშნეს, რომ ამ კვლევის შედეგი საინტერესო იქნება 
მათთვის ამით სარგებელს ნახავენ არა მხოლოდ ერთი კლასის მოსწავლეები არამედ 
ისტორიის სხვა მასწავლებლებიც, რომლებიც ჩემს გამოცდილებას გამოიყენებენ 
თავიაანთ კლასებში. 
ლიტერატურის მიმოხილვა 
„კრიტიკული აზროვნება-ეს რაღაც ძალიან 
კარგი, ისეთი უნარია, რომელიც დაგვეხ- 
მარება თავი გავართვათ XXI საუკუნის 
მოთხოვნებს“. 
დევიდ ქლუსთერი 
სწორედ ამიტომ, გავეცანი თეორეტიკოსთა ნაშრომებს, რომელთა ფოკუსს წარმოადგენდა 
მოსწავლის კრიტიკულ აზროვნებაზე მოქმედ ფაქტორთა კვლევა. 
კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი 
არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით.კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის 
მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული 
აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების 
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ის, უბრალოდ, 
აუცილებელია. 
1940-50 წლებიდან მკვლევარები და პედაგოგები აქტიურად მსჯელობენ განათლებაში 
კრიტიკული აზროვნების შესახე, საჭიროა განვსაზღვროთ, რა არის აზროვნება და 
კრიტიკული აზროვნება, რათა კრიტიკული აზროვნების შესახებ კრიტიკულად 
აზროვნება შევძლოთ. 
მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება განვასხვაოთ 
ერთმანეთისგან, მართალია კრიტიკული აზროვნებისათვის აუცილებელია ლოგიკური 
მსჯელობის უნარი, მაგრამ კრიტიკული აზროვნება უფრო მეტია ვიდრე ლოგიკური 
აზროვნება. მაშასადამე, კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას, 
გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მათზე 
პასუხების ძიებას . 
(ნატო დვალი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური 
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი file:///C:/Users/VaKho/Downloads/2393.pdf). 
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ პერკინსი თვლის, რომ რაც უფრო მეტი 
იციან მოსწავლეებმა სწავლის და ფიქრის შესახებ, მით უფრო კარგად სწავლობენ და 
შედეგიც უკეთესია. ის თვლის, რომ სკოლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული 
ცოდნის შენარჩუნება და ცოდნის გამოყენება. თუ ვიცით ისტორიული მოვლენების და 
კონკრეტული ფაქტების შესახებ, მაგრამ ვერ ვიზიარებთ როგორ და რატომ 
ვითარდებოდა მოვლენები ამ სახით, ესეიგი ვერ ვიაზრებთ ჩვენს ცოდნას და შესაბამისად 
ვერ შევაფასებთ თანამედროვე რეალობას. პერკინსი გვთავაზობს „პანდორას 
კითხვებს“ და „თეორია ერთს“, რომელიც გვეხმარება ეფექტიანი სწავლების 
ორგანიზებაში. ის გვთავაზობს, რომ დავსვათ ოთხი კითხვა, რომელსაც მითიური ქალის 
პანდორას კითხვები უწოდა: 
1. რისი სწავლა ღირს? 
2.რატომ არის რთული ამის სწავლა? 
3.ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლოთ? 
4.როგორ მიდის სწავლის პროცესი? 
პანდორას კითხვას, როგორ ვასწავლოთ საუკეთესოდ პერკინსი პასუხობს „თეორია ერთით“. ამ თეორიის მიხედვით კი საჭიროა: 
1. მივაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაცია ნათლად და გასაგებად 2. გავაკეთებინოთ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარებათ ინფორმაციის კარგად 
გააზრებაში 3. ინფორმაციული შეფასება მივაწოდოთ კომენტარებით და რჩევებით 4. ყურადღება მივაქციოთ მოსწავლის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებას. 
პერკინსი თავის თეორიას წარმოგვიდგენს როგორც იმ პრინციპების ერთობლიობას, რომელსაც ნებისმიერი კარგი სწავლების მეთოდი უნდა აკმაყოფილებდეს. 
(განვითარებისა და სწავლების თეორიები-დამხმარე სახელმძღვანელო 
მასწავლებლებისთვი. გვ.38; გვ.200 ნაწილი I 2008წ. სწავლება „თეორია ერთისა“ და „ 
პანდორას კითხვების მიხედვით“.) 
მოძველებული მეთოდებით სწავლებისას მასწავლებელი მოსწავლისაგან ითხოვდა 
მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებას, მაგალითად რა, როდის და სად მოხდა ესა თუ ის 
ისტორიული მოვლენა. ახლებური სწავლების ძირითადი მიზანია მოსწავლის სააზროვნო 
პროცესებში ჩართვა რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას: 
1. მოსწავლეების მიერ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ ცოდნის 
დაგროვება: არა მხოლოდ რა მოხდა, არამედ რატომ მოხდა. „ თეორია ერთის“ მიხედვით, 
იმისთვის, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს გაგების პროცესში, მას სხვაგვარად უნდა 
დაესვას შეკითხვა: „თქვენი აზრით, რომელი მათგანი არის უფრო მნიშვნელოვანი და 
რატომ?“თუმცა, მხოლოდ შეკითხვის სწორად ფორმულირება არ არის საკმარისი, 
საჭიროა მიწოდებული ინფორმაციის ოდენობა. სასწავლო მასალაში საკმარისად უნდა 
იყოს ფაქტები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს თავად გამოიტანოს 
დასკვნები. 
2. მოსწავლეების მომზადება, რათა გაერკვნენ თანამედროვე მოვლენების მსგავსი და 
განსხვავებული ისტორიული შემთხვევების კონტექსტში. „თეორია ერთის“ მიხედვით, 
აუცილებელია თანამედროვე მოვლენების სხვადასხვა ისტორიულ კონტექსში განხილვა 
და პარალელების მოძიება. 
3. მოსწავლეებისთვის ისტორიული გამოცდილების გაზიარება ისე, რომ მათ შეძლონ 
ისტორიული ციტატების, ლიტერატურისა და სხვა გაგება. ამ მიზნის მიღწევა 
შესაძლებელია, თუ მოსწავლეებს წავაკითხებთ მოცემული ეპოქის შესაბამის ნოველებს 
და პოემებს ისტორიის გაკვეთილზე და ვთხოვთ მათ შესაბამის ისტორიულ კონტექსტში 
განხილვას. „ თეორია ერთის“ ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: 
დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება 
მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში. დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს ხდება 
ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით. სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს 
მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ შეკითხვას. არ აწოდებს მოსწავლეებს 
არანაირ ინფორმაციას. პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით ხდება ზუსტი ინსტრუქციის 
მიწოდება და არა ინფორმაციის. მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართვას 
პრაქტიკულ საქმიანობაში, რათა მათ გამოცდილებით სწავლის საშუალება მისცეს. 
სოციალური მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. იგი მიზნად 
ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას 
დავალებების შესასრულებლად. 
(როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება/ მეთოდური სახელმძღვანელო/ თბილისი 
2007 წ./ სიმონ ჯანაშია, თეა ბერძენიშვილი, შორენა საძაგლიშვილი და სხვ.) 
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია, რომელთა ცოდნა დაეხმარება 
მასწავლებელს, გაკვეთილის კარგად დაგეგმაში, რათა მოხდეს მოსწავლეებში 
აზროვნების აქტივაცია. ერთ-ერთი მათგანია ბლუმის სააზროვნო ტაქსონომია. იგი 
შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისთვის. ბლუმის მიხედვით, შემეცნების 
უნარი შეიძლება ექვს დონედ დაიყოს- ცოდნა,გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და 
შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი 
მომდევნო დონე უფრო რთულდება. ბლუმის ტაქსონომია სქემატურად ასე გამოიყურება 
ბლუმის მიხედვით ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა, 
ანალიზი,სინთეზი და შეფასება ზედა დონის უნარ-ჩვევა 
(http://www.etaloni.ge/geo/main/index/8482
თუ გვინდა, რომ მოსწავლემ შეძლოს აზროვნების ზედა დონეზე მოქმედება,ის უნდა 
იყოს გავარჯიშებული. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მოსწავლემ უნდა გაიაროს უნარ- 
ჩვევების ათვისების ფაზები. 
10 
პრიორიტეტული და ძირითადი საგნების გაძლიერებასთან ერთად, რაც აუცილებელი 
უნარების მანამდე არსებულ ტაქსონომიაშიც იყო ასახული, ამ მიდგომაში გამოყოფენ 21-ე 
საუკუნის უნარების სამ კატეგორიას: 
➢ სწავლისა და ინოვაციის უნარები 
➢ ინფორმაციის, მედიისა და ტექნოლოგიების უნარები 
➢ ცხოვრებისა და კარიერის უნარები 
სწავლისა და ინოვაციის უნარებში გამოყოფენ შემოქმედებითობას, კრიტიკულ 
აზროვნებას და პრობლემების გადაჭრას 
კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრისათვის: 
➢ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა ტიპის არგუმენტაცია სიტუაციის შესაბამისად; 
➢ მათ უნდა გამოიყენონ სისტემური აზროვნება, ანუ უნდა ესმოდეთ, თუ როგორ 
ურთიერთქმედებენ მთლიანის ნაწილები ერთმანეთთან კომპლექსურ სისტემაში საერთო 
შედეგის მისაღებად; 
➢ მათ უნდა შეძლონ სწორად შეფასება და გადაწყვეტილების მიღება; ეფექტურად უნდა 
გააანალიზონ და შეაფასონ არგუმენტები, მტკიცებები და წარმოდგენები, 
ალტერნატიული თვალთახედვები; მოახდინონ ინფორმაციისა და არგუმენტების 
დაკავშირება და სინთეზირება; სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადაჭრა როგორც 
აღიარებული, ასევე ინოვაციური მეთოდებით; 
➢ უნდა გამოკვეთონ მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომლებიც ცხადყოფენ არგუმენტებს და 
ხელს უწყობენ პრობლემის გადაწყვეტას. 
21-ე საუკუნის გაზრდილი მოთხოვნების საპასუხოდ და ახალი მეთოდების წარმატებით 
დასაძლევად მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს კიდევ მრავალი აღმოჩენა ელით. რაც ჩვენ 
წარმოდგენებს სწავლა სწავლების პროცესზე უფრო მრავალმხრივს გახდის. მიდგომებისა 
და სტრატეგიების სწრაფად და სწორად ადაპტირებაც ის მნიშვნელოვანი უნარია, 
11 
რომელიც თანამედროვე სამყაროში ღირებული შედეგების მიღების წინაპირობაა (მერაბ 
ლაბაძე-სკოლა და 21-ე საუკუნის უნარები. ჟურნალი მასწავლებელი N 2/ 2011წ. გვ.9) 
1980-იან წლებში ამერიკაში არსებობდა მიმდინარეობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა 
აზროვნების ცალკე სწავლება. ამ შეხედულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური 
საგნები, პროგრამები და შესაბამისი მასალა. ბოლო პერიოდში განხორციელებული 
კვლევები ცხადყოფს, რომ აზროვნების უნარების გადატანა მნიშვნელოვან აკადემიურ 
საგნებში ავტომატურად არ ხდება. კრიტიკული აზროვნების სწავლა ნაკლებად 
ეფექტურია, როცა ის ცალკე, სხვა საგნებისგან დამოუკიდებლად ისწავლება. 
მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული აზროვნება გაკვეთილზე სასწავლო გეგმაში 
ინტეგრირებულ კომპონენტს წარმოადგენდეს. (ჟურნალი მასწავლებელი N 5 /2011 წ. 
გვ.20.ავტორი ანა ჯანელიძე-„კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი 
განათლების საფეხურზე“). 
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება მარტივი ამოცანა არ არის. სწავლა/სწავლების 
არაერთი თეორია სწორედ ამ მიზნის მიღწევისაკენ არის მიმართული. მოსწავლეს 
ინფორმაციის გააზრებაში მრავალი ფაქტორი ეხმარება. 
რა თქმა უნდა ამ პროცესში მასწავლებელი უმთავრეს როლს ასრულებს. მნიშვნელოვანია 
მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქციებიც, რომელიც მის ასაკსა და საბაზო ცოდნას 
უნდა შეესატყვისებოდეს (ჟურნალი მასწავლებელი N 5 /2011 წ. გვ.23 მანანა რატიანი- 
„სააზროვნო სტრატეგიის სწავლება“). 
იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული 
აზროვნება, საჭიროა იცოდეს სწავლის რომელი სტრატეგიაა მნიშვნელოვანი. სწავლის 
სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს კოგნიტურ 
სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე ცოდნას მოიპოვებს, გადაამუშავებს, 
გააანალიზებს, კრიტიკულად შეაფასებს, გონებაში ჩაიბეჭდავს, საჭიროების შემთხვევაში 
გამოიხმობს და სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენებს. 
12 
არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტური სტრატეგიები. მეტაკოგნიცია არის 
აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ (ჟურნალი მასწავლებელი N 4/ 2012 წ.გვ. 7 
სოფიკო ლობჟანიძე-„სწავლების მეთოდები და სწავლების სტრატეგიები“). 
საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები 
საკვლევი საკითხი- კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიის გაკვეთილზე/ 
საბაზო საფეხური 
სამიზნე ჯგუფი- VIII კლასი 
კვლევის მიზანი - მოსწავლეებმა შეძლონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმა, გააზრება, 
მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და შეფასება. მოვიძიო ისეთი მეთოდები, 
რომელთა გამოყენება საგაკვეთილო პროცესში დამეხმარება მოსწავლეებში კრიტიკული 
აზროვნების განვითარებაში. 
საკვლევი კითხვა - რა კონკრეტული აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება გამოიწვევს 
მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას? 
იმაისთვის,რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარმატებით განმეხორციელებინა და 
მისი შედეგები ადეკვატური ყოფილიყო, მონაცემთა შეგროვებისათვის გამოვიყენე 
თვისობრივი კვლევის მეთოდი. 
კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობა: 
➢ სკოლის ადმინისტრაცია და მეზობელი სკოლების ისტორიის მასწავლებლები 
➢ კითხვარის შემუშავება 
➢ გამოკითხვა 
13 
➢ გამოკითხვის შედეგების ანალიზი 
➢ ინტერვენციის დაგეგმა 
➢ ინტერვენციის შედეგების ანალიზი 
➢ პროექტის ვადები 
➢ შედეგების გაცნობა თანამშრომლებისთვის 
ვადები კვლევისთვის 
აქტივობები მარტი აპრილი მაისი ივნისი 
თემის შერჩევა X 
შეხვედრა კათედრის წევრებთან და სკოლის 
ადმინისტრაციასთან 

კვლევის გეგმის შემუშავება X 
კითხვარის შედგენა X 
გამოკითხვა X 
შედეგების ანალიზი X 
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა X 
14 
ინტერვენციების განხორციელება X 
ინტერვენციების ანალიზი X 
კვლევის შედეგების გაცნობა კოლეგების წინაშე X 
შევადგინე კითხვარი, რომელიც შედგება ხუთი კითხვისგან. ეს კითხვარი გამიზნული იყო მეზობელი სკოლების ისტორიის მასწავლებლებისთვის, რათა დამედგინა ჩემი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი იყო თუ არა ისტორიის გაკვეთილზე კრიტიკული აზროვნების განვითარება და რა აქტივობებს, რესურსებს და მეთოდებს იყენებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ვთხოვე სახელი და გვარი არ დაეწერათ გამოკითხვის ფურცლებზე. გამოკითხვა ჩატარდა ეთიკის ნორმების სრული დაცვით. 
კითხვარი მასწავლებლებისთვის, რომელიც განკუთვნილია მონაცემთა შესაგროვებლად 
რამდენად აქტუალურია თქვენთვის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაქვთ თუ არა სურვილი პრაქტიკაში დანერგოთ განსხვავებული მიდგომები? 
----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------- 
რა აქტივობებს იყენებთ გაკვეთილზე კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით? 
----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- 
15 
----------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- 
თქვენ მიერ გამოყენებული აქტივობებიდან რომელ აქტივობაში ერთვებიან მოსწავლეები ხალისით და რომელი აქტივობებით გადიხართ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგზე? 
----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- 
რას აკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში დასვან კრიტიკული კითხვები და ობიექტურად შეაფასონ საკითხი? 
----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- 
მადლობა თანამშრომლობისთვის! 
ჩემმა კოლეგებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ჩემ მიერ დაგეგმილ პრაქტიკის კვლევასთან დაკავშირებით. თემა, რომელიც ავირჩიე საკვლევად, მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და განსხვავებული მიდგომების დანერგვა პრაქტიკაში მათი დიდი სურვილია. 
შეავსეს ჩემ მიერ მიწოდებული კითხვარი და სურვილი გამოთქვეს დამსწრებოდნენ გაკვეთილებზე, გაკვეთილების ჩატარებას ვაპირებდი მერვე კლასში. მათი დასწრება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათგან მიმეღო უკუკავშირი. ასევე ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და დაასახელეს ჩემთვის მნიშვნელოვანი რესურსები, მეთოდები და აქტივობები, რომელსაც თვითონ ხშირად იყენებენ საკლასო ოთახში. 
16 
მათ აღნიშნეს, რომ გარკვეულ მეთოდებს და აქტივობებს იყენებენ გაკვეთილზე, მაგალითად: პიროვნების გასამართლება, მოვლენების დადებით და უარყოფით ჭრილში განხილვა, ორი ისტორიული პიროვნების შედარება, წყაროებზე მუშაობა, როლური თამაშები, მიზეზ- შედეგობრივი კავშირის ცხრილების შევსება და სხვა. მოსწავლეები კი ყველა იმ აქტივობაში ერთვებიან ხალისით რაც მოითხოვს საკთარი აზრის გამოთქმა- დასაბუთებას. მოსწავლეთა შედეგების შესაფასებლად კი იყენებენ განმსაზღვრელ, განმავითარებელ და თვითშეფასების მეთოდებს. 
გავეცანი მეთოდურ სახელმძღვნელოებს, გავესაუბრე მოსწავლეებს რათა დამედგინა მათი ინტერესები და გამეთვალისწინებინა კვლევის პროცესში. 
მოვახდინე მონაცემთა ანალიზი. გავაანალიზე მასწავლებლების მიერ გამოყენებული აქტივობები და მეთოდები, გავაკეთე დასკვნა. 
კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლებს აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მათაც გამოკვეთეს პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეებში კრიტიკული ანალიზის განვითარებას. კერძოდ ის, რომ მოსწავლეები არ კითხულობენ მხატრულ ლიტერატურას, ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის და შეცდომის დაშვების. 
მათ გამოხატეს მზაობა გაეცნონ და გამოიყენონ ახალი მეთოდები და აქტივობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად, გაიუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა. 
ინტერვენციების დაგეგმა და განხორციელება 
შევიმუშავე ინტერვენციები: 
1. გაკვეთილების დაგეგმა და ჩატარება, კოლეგების მოწვევა. 2. ჩატარებული გაკვეთილების განხილვა და მიღწეული შედეგების ანალიზი 
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან დაკავშირებით. 
კლასი VIII 
გაკვეთილის თემა: განათლების მნიშვნელობა. განათლების თანამედროვე სისტემა. 
17 
სწავლების საფეხური და კლასი: საბაზო/ VIII 
აღნიშნული თემა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში. მათთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხის ძირეული ცოდნა. 
მთავარი კითხვა ეხება გაეროს განვითარების პროგრამის 2011 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს, გამოკითხვებით საქართველო პირველ ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს შეუძლია წერა-კითხვა. იმსჯელეთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 100% განათლებულია? 
ეროვნული სასწავლო გეგმით VIII კლასში გათვალისწინებულია შემდეგი სტანდარტი და ინდიკატორები: 
ისტ.VIII.1. 
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან. 
ინდიკატორი 
➢ ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ 
მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქას 
ისტ.VIII.17 მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები 
ინდიკატორები 
ერთმანეთს ადარებს, თუ როგორ სწავლობდნენ ბავშვები განსხვავებულ ეპოქასა თუ 
ქვეყნებში 
მსჯელობს განათლების მიღების უთანასწორობაზეგანსხვავებულ ეპოქებსა თუ ქვეყნებში; 
მიუთითებს ამ უთანასწორობის მიზეზებზე; 
18 
ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ანალიზისა და კვლევის უნარ- ჩვევების 
განვითარებას. იმის გამო, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კრიტიკული აზროვნების 
განვითარება, ვამუშავე სქემაზე. მივეცი დავალება თეზისების სახით ჩამოაყალიბონ 
მოპოვებული ინფორმაცია. კლასი ორ კგუფად გავყავი. პირველი ჯგუფის დავალება- 
იმსჯელეთ, რატომ არის დაწყებითი და საბაზო განათლება ჩვენს ქვეყანაში 
სავალდებულო. მეორე ჯგუფის დავალება-შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის 
მონაცემები და ჩამოაყალიბეთ, რა განაპირობებს წერა-კითხვის გავრცელების 
განსხვავებულ დონეებს ამ ქვეყნებში. ორივე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. 
შემდეგ კი გაიმართა დისკუსია მთავარ თემაზე: გაეროს განვითარების პროგრამის 2011 
წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო პირველ ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ 
საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს შეუძლია წერა-კითხვა. იმსჯელეთ, ნიშნავს 
თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 100% განათლებულია? სადაც 
მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები. შესაბამის საკითხებს განიხილავდნენ 
კრიტიკული ხედვით. 
საშინაო დავალება: დაწერეთ თხზულება- „ჩემი მომავალი პროფესია“ და აღნიშნეთ, 
თქვენი აზრით, რა უნდა ისწავლოთ, რომ ამ პროფესიას დაეუფლით. 
კლასი VIII 
თემა: კონსტიტუციის არსი. საქართველოს კონსტიტუცია 
თავდაპირველად მოსწავლეებმა შეაჯამეს თავიაანთი ცოდნა კონსტიტუციის ირგვლივ. 
შემდეგ წაიკითხეს სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი, პარალელურად, თაბახის 
ფურცლებზე შეადგინეს დროის დიაგრამა-საქართველოს კონსტიტუციები. შემდეგ კი 
ჯგუფებში ვენის დიაგრამის მოშველიებით ერთმანეთს შეადარეს 1978 და 1995 წლების 
კონსტიტუციები, იმსჯელეს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ქვეყნის ცხოვრებაში. ჩემი 
19 
დახმარებით, აგრეთვე, ისაუბრეს კონსტიტუციამდელ პერიოდში ქვეყნის მართვა- 
გამგეობის მექანიზმების შესახებ. კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებიდან 
გამომდინარე, იმუშავეს ცხრილზე და სქემაზე, სადაც წარმოდგენილი იყო 
ხელისუფლების შტოთა ურთიერთმიმართება, გააკეთეს დასკვნები კონსტიტუციის 
როლზე, სახელმწიფოებრივი საკითხების დარეგულირების სფეროში. გააკეთეს 
პრეზენტაცია. 
ჩემი თხოვნით მოსწავლეებმა გააკეთეს კომენტარები პარაგრაფში მოცემული 
კონსტიტუციის მუხლების შესახებ. წყაროებზე დაყრდნობით გაანალიზეს, რა სრულდება 
და რა არა ჩვენს ქვეყანაში? რა უშლის ხელს მის შესრულებას და ვის რა პასუხისმგებლობა 
ეკისრება? 
გაკვეთილის ბოლოს ერთად შევაფასეთ გაკვეთილი არგუმენტირებულად. 
ესგ-თი გათვალისწინებული შედეგები: 
ისტ.VIII.10. 
მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის
ინდიკატორები 
მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის (მაგ.: წესრიგი, პატიოსანი ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანობა და სხვა) ; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები ისტორიიდან და საკუთარი დაკვირვებებიდან; 
მსჯელობს სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობასა და მისი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; 
თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ადგენს საკითხთა სიას, რომლებიც, მისი აზრით უნდა აისახოს ქვეყნის ძირითად კანონში, ჯგუფის აზრს აცნობს სხვა ჯგუფებს, ისმენს მათი წარმომადგენლის პრეზენტაციას, მონაწილეობს კამათში და საერთო გადაწყვეტილების მიღებაში; 
20 
მსჯელობს საზოგადოებაში სხვადასხვა ნორმისა და კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ; 
კლასი VIII 
გაკვეთილის თემა: საზოგადოებრივი კონფლიქტი და მისი ტიპები 
გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშის მეთოდით. ვესაუბრე საზოგადოებაში 
არსებული კონფლიქტებისა და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე. გავაცანი თუ რა 
არის საზოგადოებრივი კონფლიქტი და როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის 
კონფლიქტების ერთმანეთისგან გარჩევა, რატომაა მნიშვნელოვანი კონფლიქტების 
მშვიდობიანი გზით მოგვარება. 
მოსწავლეებს ვთხოვე გაცნობოდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს და ჯგუფებში 
, წერილობით იმსჯელეს საზოგადოებრივი კონფლიქტის ხუთ ტიპზე. გააკეტეს 
პრეზენტაცია. 
გაიმართა დისკუსია საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ შიდა კონფლიქტებზე; 
რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას, რა გზას უნდა მიმართოს ამ კონფლიქტების 
მოსაგვარებლად? 
მოსწავლეებმა მსჯელობა წარმართეს შესაბამისი მაგალითების მოშველიებით, გამოთქვეს 
საკუთარი მოსაზრებები, გააკეთეს დასკვნები. 
ესგ-თი მისაღწევი შედეგები: 
ისტ.VIII.12. 
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები. ინდიკატორები 
21 
ასახელებს მაგალითებს საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან, როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა; 
იხსენებს შემთხვევას, როდესაც მან ან მისმა ნაცნობმა შეასრულა მედიატორის (შუამავლის/მომრიგებელის) როლი კონფლიქტურ სიტუაციაში; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს ამ სიტუაციას და აფასებს შექმნილ ვითარებას (მაგ.: გარემოებები, საფრთხეები, მხარეთა შესაძლებლობები და მიზნები და ა..) და მედიატორის საქციელს (მაგ: მოტივაცია, თვისებები, ცოდნა, მოქმედებები და ა..). 
მოცემული თემის კრიტიკულად განხილვა ნათელი დადასტურებაა, კრიტიკული 
აზროვნების უკეთ გასავითარებლად, იმის მიხედვით, რომ კრიტიკული აზროვნების 
უნარ-ჩვევის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა საფეხურის 
მოსწავლისთვის, საჭიროა მასწავლებელმა მოსწავლეს საშუალება მისცეს სანდო წყაროზე 
დაყრდნობით თავად გააკეთოს დასკვნები, გამოიყენოს საჭირო რესურსი, როგორც მედია, 
ასევე ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია. 
შედეგების ანალიზი 
კოლეგებმა შეაფასეს ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილები და მიღწეული შედეგები. ეს გაკვეთილები ორიენტირებული იყო კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. კვლევის პროცესში განხორციელებულმა ქმედებებმა დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის. კვლევის დაწყების წინ აღვნიშნე, რომ თორმეტი მოსწავლიდან მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს ქონდა კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა. ინტერვენციის განხორციელების შედეგად კი თითქმის ყველა მოსწავლეს გაეზარდა მოტივაციის ხარისხი, მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ცალკეულ აქტივობებშიც, სვამდნენ შეკითხვებს, აკეთებდნენ პრეზენტაციას, გამოჰქონდათ დასკვნები . 
ასეთი გაკვეთილების ჩატარება მოგვცემს საუკეთესო შედეგს კრიტიკული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით. 
22 
დასკვნები და რეკომენდაციები 
ეროვნული სასწავლო გეგმა, VIII კლასის საგნობრივი პროგრამა და სტანდარტი მოსწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას პრიორიტეტად მიიჩნევს და სწავლების შედეგების ერთადერთ კრიტერიუმად აცხადებს. 
VIII კლასის მოსწავლე უნდა ფლობდეს მოვლენებისა და პროცესების შეფასებას, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების მიზეზ- შედეგობრივ ანალიზის უნარ- ჩვევას. ეს ყოველივე მას დაეხმარება კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში. 
დასკვნები: 
კვლევის პროცესში დავინახე, რომ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება შესაძლებელია ასევე სხვა საგნობრივ ჯგუფებშიც, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურზე.ასევე შესაძლებელია დაწყებით კლასებშიც. 
როგორც ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შემდგომ აღმოჩნდა, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად ვერ მოხერხდება, ეს უწყვეტი და შრომატევადი პროცესია. თუმცა გარკვეული შედეგი მოიტანა და დავინახეთ, რომ სწორი ინტერვენციების განხორციელებით შესაძლებელია კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. 
იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ და მოსწავლეებს ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება, საჭიროა ამისათვის ბევრი მუშაობა. აქტივობებს და მეთოდებს, რომლებსაც მიიჩნევთ საჭიროდ უნდა გამოიყენოთ მიზანმიმართულად, მანამ სანამ მიზანს არ მიაღწევთ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. მუდმივი პროფესიული ზრუნვაა საჭირო. 
რეკომენდაციები: 
➢ მასწავლებელმა ნათლად უნდა განსაზღვროს მიზნები და მოსალოდნელი შედეგები; ➢ მოსწავლეს უნდა გავუზარდოთ როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოტივაცია; ➢ რესურსების გამოყენების შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი სანდოობა; ➢ აქტივობის დაწყების წინ მოსწავლეებს მივცეთ, მათთვის გასაგებად, სწორი 
ინსტრუქციები; ➢ მოსწავლეს ახალი ცოდნა ააგებინეთ ძველ ცოდნაზე დაყრდნობით; 
23 
➢ ხშირად გამოიყენეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება კრიტიკული 
აზროვნების განვითარებისკენ; ➢ მოსწავლეებს შეუქმენით უსაფრთხო გარემო, რათა თავი დაცულად იგრძნონ და 
საკუთარი აზრის, თუნდაც არასწორის, გამოთქმის საშუალება მიეცეს; ➢ როდესაც დაიწყებთ, კონკრეტული აქტივობის დაგეგმას აუცილებლად გაეცანით საჭირო 
ლიტერატურას, ან კონსულტაცია გაიარეთ კომპეტენტურ კოლეგასთან. 
როგორც ცნობილია, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების პრობლემა მაშტაბურია და ბევრი პედაგოგის გულისტკივილის მიზეზს წარმოადგენს. ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს დაეხმარება თავადაც დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი ინტერვენციები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოსწავლეთა სასიკეთოდ გადაწყვეტაში. 
24 
გამოყენებული ლიტერატურა 
1. დვალი ნატო-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი 
ასოცირებული პროფესორი file:///C:/Users/VaKho/Downloads/2393.pdf
2. ეროვნული სასწავლო გეგმა 
3. კაკაბაძე ირაკლი-ისტორიის სწავლებისთვის, 25 თებერვალი, 2012 წელი 
4. ლაბაძე მერაბ-სკოლა და 21-ე საუკუნის უნარები. ჟურნალი მასწავლებელი N 2/ 2011წ. 
გვ.9 
5. ლობჟანიძე სოფიკო-ჟურნალი მასწავლებელი N 4/ 2012 წ.გვ. 7„სწავლების მეთოდები და 
სწავლების სტრატეგიები“. 
6. რატიანი მანანა-ჟურნალი მასწავლებელი N 5 /2011 წ. გვ.23 „სააზროვნო სტრატეგიის 
სწავლება“. 
7. ჯანელიძე ანა-ჟურნალი მასწავლებელი N 5 /2011 წ. გვ.20.ავტორი „კრიტიკული 
აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე“. 
8. ჯანაშია სიმონ, ბერძენიშვილი თეა, საძაგლიშვილი შორენა და სხვ.- როგორ ვასწავლოთ 
მოსწავლეებს აზროვნება/ მეთოდური სახელმძღვანელო/ თბილისი 2007 წ. 
9. განვითარებისა და სწავლების თეორიები-დამხმარე სახელმძღვანელო 
მასწავლებლებისთვი. გვ.38; გვ.200 ნაწილი I, 2008წ. სწავლება „თეორია ერთისა“ და „ 
პანდორას კითხვების მიხედვით“. 
10. http://www.etaloni.ge/geo/main/index/8482 
11. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10- 
--4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8- 
00&cl=CL2.17&d=HASH01aba976ff11adc4d564b004.3.1&gt=1 
25 
დანართი 1 
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის ისტორია- 
გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სხდომის 
ოქმი 
სოფ. აბისი 
სხდომის დაწყების დრო: 15:00-15:30 სთ. 
სხდომას ესწრებოდნენ: კათედრის წევრები და დირექციის წარმომადგენლები. 
შეხვედრის მიზანი: ისტორია-გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების 
კათედრის წევრებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის 
მიწოდება პრაქტიკული კვლევის არსის, საკვლევი საკითხის იდენტიფიცირებისა და 
შემდგომი ნაბიჯების შესახებ, სხდომაზე დამსწრე პედაგოგების მხრიდან 
რეკომენდაციების მიღება და გამოცდილების გაზიარება. 
შეხვედრაზე განიხილეს: 
თავდაპირველად ისტორია-გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის 
თავჯდომარემ, ლია მიქელაძემ, კათედრის წევრებს დაწვრილებით გააცნო ის ეტაპები 
რომელიც აუცილებელია კვლევის წარმატებით განხორციელებისათვის. შემდეგ ლია 
მიქელაძემ უპასუხა კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნა 
ისინი კვლევის ჩატარების აუცილებლობაში. 
კათედრის წევრებმა იმუშავეს პრობლემის იდენტიფიცირებაზე, გამოთქვეს ვარაუდები, 
რომლებიც მათი აზრით წარმოადგენს VIII კლასის მოსწავლეებში კრიტიკული 
აზროვნების უნარებთან დაკავშირებულ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს და საკვლევ 
საკითხად შეარჩიეს „კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიის გაკვეთილზე“. 
26 
კვლევის ანგარიშის გაზიარების რეფლექსია 
მოგეხსენებათ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის სჯარო სკოლაში 
განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: „კრიტიკული აზროვნების 
განვითარება ისტორიის გაკვეთილზე“. კვლევა მიმდინარეობდა ოთხი თვის 
განმავლობაში. ჩემი პრაქტიკის კვლევის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ 
მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმა, გააზრება, მიღებული ინფორმაციის გადამუშავება 
და შეფასება. მომეძიებინა ისეთი მეთოდები და აქტივობები რომელთა გამოყენება 
საგაკვეთილო პროცესში დამეხმარებოდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების 
განვითარებაში. 
ჩემ მიერ შერჩეული თემა აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ განვითარებული 
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები, მოსწავლეებს უჭირთ არგუმენტების მოყვანა და 
დასკვნების გაკეთება. ისინი კმაყოფილდებიან მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული 
მასალის გაზეპირებით და საკითხის კრიტიკულად განხილვა არ შეუძლიათ. 
იმისთვის, რომ ჩემი პრაქტიკის კვლევა შედეგიანი ყოფილიყო გავეცანი შესაბამის 
ლიტერატურას და ჩემი კოლეგებისგანაც მივიღე კომპეტენტური შენიშვნები. ყოველივე 
ამის გათვალისწინებით დავგეგმე გაკვეთილები და ჩავატარე სამიზნე ჯგუფში, მერვე 
კლასში, სადაც დავისწარი მეზობელი სკოლის ისტორიის მასწავლებლები, რადგან 
საჭიროდ ჩავთვალე პრობლემის კოლეგებთან ერთად გადაჭრა. მოვახდინე შედეგების 
ანალიზი, გამოვიტანე დასკვნები და კვლევის შედეგების გაზიარების მიზნით, შეხვედრა 
გავმართე კათედრის წევრებთან და დირექციის წარმომადგენლებთან პრეზენტაციის 
სახით. მასალა ხელმისაწვდომია დაინტერესებული კოლეგებისთვის, რათა მოვისმინო 
რჩევები, რჩევები რომელსაც მივიღებ და განვახორციელებ საგაკვეთილო პროცესში. 
ამრიგად, უკუკავშირი ჩემთვის საინტერესო და მეტად ეფექტიანი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ კიდევ უამრავი აქტივობის და მეთოდის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვი კომპლექსური მიდგომების 
27 
შემუშავებაა საჭირო, ამიტომ ვაპირებ მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ გავაგრძელო მუშაობა ამ მიმართულებით. 

28